შაბათი, ივნისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
Guide of Georgia: ველოდებით ბევრ ტურისტს ჩინეთიდან

29-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობდა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.


გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია  Guide of Georgia-ს დირექტორი ეკატერინე ჯიქიძე.


„ველოდებით ბევრ ტურისტს ჩინეთიდან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრ ჩინელ მოგზაურს მოვიზიდავთ, რადგან დიდი მოთხოვნაა საქართველოზე.


სტატისტიკით, ჩინელი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველები არიან და ეს გვაძლევს ძალიან დიდი იმედის საფუძველს, რომ გვეყოლება მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტები საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ არაბულ და სპარსეთის ყურის ბაზრებზე, ასევე ინდოეთზე და ახლა პირველად ვართ ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს წარმატებული სეზონის დასაწყისი იქნება“-აცხადებს ეკატერინე ჯიქიძე.

 

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.