გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ITB-China 2025-ზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, დაიგეგმა ჯგუფური ტურები-კომპანია four seasons travel-ის

29-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.


გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია four seasons travel-ის წარმომადგენელი თამთა კარგარეთელი.


„ძალიან კარგია, რომ ჩინეთთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ამ გამოფენაში ბევრი  კომპანია მონაწილეობდა. ITB-China 2025-ზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო და უკვე გეგმავენ ჯგუფურ ტურებს.  ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ევროპაში ვმუშაობთ. ახლა კი ვცდილობთ ჩინურ ბაზარზე შემოსვლას და ვაკვირდებით. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი კარგად აისახება როგორც კომპანიის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე,“ — ამბობს თამთა კარგარეთელი.


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.