გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იმერეთში, 160 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყალის მიწოდება გაუმჯობესდა

29-05-2025

 შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში,  იმერეთში,  ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დაასრულა. სოფლების  ივანდიდისა და გოჩა ჯიხაიშის ტერიტორიაზე   ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი   არხის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიწმინდა.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა და  160 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა.


აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე  იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია   12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი,  სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარს შეადგენს.