გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მოსახლეობის საბანკო ვალების განულებისთვის „ქართუს“ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე დარეზერვებულია

19-11-2018

„ქართუ“ ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდი საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად ეთანამშრომლება. „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე დარეზერვებულია. 

აღნიშნული გადაწყვეტილებისათვის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ფონდის მხარდაჭერის გარეშე ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

“რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.