გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შანხაის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ პარტნიორებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული მიმართულება-კავკასუს თრეველი

29-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.


გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელი ანი ქერაშვილი.


„ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს აზიურ ტურისტულ ბაზართან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც დაიწყო უვიზო მიმოსვლა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, შანხაის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ პოტენციურ პარტნიორს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულება და უნიკალური მნიშვნელობა“- აღნიშნავს ანი ქერაშვილი.

 

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.