გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენცალი-Travel Door

29-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.


გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Travel Door.


„ჩვენი კომპანია აზიის ერთ-ერთ წამყვან გამოფენაში მონაწილეობდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.  აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან. ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენცალი, გავაღრმავოთ ურთიერთობები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან და ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების ინტენსიურ ზრდას ჩინეთიდან“- აცხადებენ Travel Door-ში.


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.