გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება, თუ ეს არ იყო ტყუილი

29-05-2025

გიორგი ბაჩიაშვილი არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე მას ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება.


„თქვენ გახსოვთ, მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და თუ ეს არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო პირობებში.


გარდა ამისა, რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ის არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი. ეს არის მისი საქმე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.