გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

19-11-2018

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ღვაწლმოსილი მასწავლებლების, წარმატებული სტუდენტებისა და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

წარმატებული მასწავლებლები და მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დააჯილდოვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროგრამის ფარგლებში, წლის მასწავლებლის წოდება მიენიჭათ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ ირა გელანტიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეა კუხიანიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო ფარულავას.

ასევე განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისათვის აჟარის საშუალო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი ციური კბილაშვილი, სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი ციალა რუსია, გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის მასწავლებელი ჯულიეტა ჯიქია, გალის №1 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნატრული ჩაგანავა-კვეშელავა, გალის №1 საშუალო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი ლოლა ხორგუანი, მედიკო კვარაცხელია, სოხუმის №1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლეილა ფარცვანია და თბილისის №51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მანანა დოლიძე დაჯილდოვდნენ. 

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებული ილია ვეკუასა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გადაეცათ. ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინო ყრუაშვილი, ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სტუდენტ გიორგი დუნდუასა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ დავით ესართიას გადაეცათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების 7-8-9 კლასების 12 წარჩინებულ მოსწავლეს ნოუთბუქები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.