გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ფინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

30-05-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით საქართველოს ფინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედია ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი ეწვია.


ფინელმა ტუროპერატორებმა, ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა დედაქალაქის ტურისტული ადგილები და მუზეუმები მოინახულეს, თბილისის შემდეგ კახეთს ესტუმრნენ და  სიღნაღი, ალავერდი, წინანდალი, ყვარელი, ბაკურციხე დაათვალიერეს, გაეცნენ  ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს. კახეთის შემდეგ ტურის მონაწილეები მცხეთას, სტეფანწმინდასა და გერგეტის სამებას ეწვივნენ.  ფინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ფინეთიდან საქართველოში ტურების დასაგეგმად ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, მედიის წარმომადგენლები კი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.