გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბაია კვიციანმა სან დიეგოში ვიზიტის ფარგლებში NASFA 2025 მონაწილეებისთვის თემატური სესია გამართა

30-05-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა NAFSA 2025-ის მონაწილეებისთვის სესია გამართა თემაზე – „საქართველო: განათლებისა და აკადემიური ინვესტიციების რეგიონული ჰაბი‘‘.

 

მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ქართული უმაღლესი განათლების ეკოსისტემა გააცნო და საქართველოს, როგორც განათლების რეგიონული ჰაბის პერსპექტივებსა და კონკურენტული უპირატესობის შესახებ ისაუბრა. ამასთან, ტრანსნაციონალური უმაღლესი განათლების გზამკვლევი წარადგინა.

 

ბაია კვიციანის თქმით, განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავსი თემატური სესიები, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების ეფექტური ინსტრუმენტია.

 

სესიის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი უნივერსიტეტების შესახებ პრეზენტაციები წარედგინათ.

 

თემატური სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.

 

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ.