გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს, ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება

31-05-2025

ნიკა მელიამ პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და მის მიმართ აღსრულდა კანონი, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, სახლემწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას.


„ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. არავის ეს არაფერში აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მოგვიანებით მას მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა დაისჯება შესაბამისი წესით - ეს არის სამართლებრივი სახლემწიფოს პრინციპი. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახლემწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას,"- განაცხადა პრემიერმა.