გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

11-12-2017

გორში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გარდაცვლილები 54 და 22 წლის ქალები არიან.

შემთხვევის შესახებ გარდაცვლილების ახლობლებმა რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს. როგორც მათ Qartli.ge-ს უთხრეს, სავარაუდოდ, ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიებას შს გორის სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებენ.

წყარო: reginfo.ge