გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერი: თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ

31-05-2025

„ფარას" კანონი ამოქმედდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, ეს ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალედ და სწორედ ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში - „გამჭვირვალობის შესახებ".


„ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის" სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ, მინიმუმ, გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში - „გამჭვირვალობის შესახებ","- აღნიშნა პრემიერმა.