გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ალექსანდრე წულაძე პროფესიული ტესტირების მიმდინარეობას გაეცნო

31-05-2025

საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად, გაეცნო.

 

მინისტრი ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

 

2025 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 31 მაისს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 1 ივნისს ატარებს.

 

ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება. წელს  გამოცდებზე რეგისტრირებულია 5 116 მსურველი. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია ტესტის შესახებ, მათ შორის ნიმუშები. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება  მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.


აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ 28 მაისის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება. საცდელ ტესტირებაში  მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მსურველები ყოველგვარი შეფასების გარეშე  გაეცნენ სისტემას.