გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მაღალმთიანი აჭარიდან 100 სტუდენტი ჩინეთში სასწავლებლად გაემგზავრება

19-11-2018

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.


მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება. 


"ჩანგშას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენს რეგიონს და ქვეყანას სჭირდება", - თქვა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.


თანამშრომლობის მემორანდუმს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ მოაწერეს ხელი. მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.


imedinews.ge