გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თურქეთიდან შემოტანილი სათესლე კარტოფილი განადგურებას დაექვემდებარა

2-06-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი იქნა შეჩერებული.


სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს გამოვლინდა, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.


კერძოდ, სათესლე კარტოფილის პარტიებს არ გააჩნდა ჯიშების იდენტიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი ეტიკეტები, ტუბერებზე აღენიშნებოდა ობისა და ლპობის ნიშნები და ასევე, დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნიადაგი.


საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა განადგურებას.