გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

2-06-2025

1-ლი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. სადღესასწაულო კონცერტში, მონაწილეობდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელები და კასპის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები.


ბავშვების გართობაზე იზრუნეს კოსტუმირებულმა ზღაპრის გმირებმა, მათთვის მოწყობილი იყო სპეციალური გასართობი უფასო ატრაქციონები,   ასევე ქიმიური, საპნის ბუშტების და ქაფის შოუ.


გაიმართა შეჯიბრება გეზრბენში
.


ახალგაზრდა მეწარმეებმა თემატური ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს: თოჯინები, სათამაშოები და სხვა.


ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.