გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლევან დავითაშვილი: თელავის აეროპორტი მთლიანად შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი და პროექტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდება

3-06-2025

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტი მთლიანად შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი.


„მთლიანად საავიაციო პოლიტიკის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების კუთხით ცალსახად ახალი იმპულსი იქნება ვაზიანის აეროპორტი, რომელიც უალტერნატივო პროექტია და გეგმის მიხედვით ვითარდება. შესაბამისად, თუ საერთაშორისო რეისები იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ოპტიმალურია, რომ თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და იყოს მხოლოდ შიდა ფრენებისთვის გათვალისწინებული. ვაზიანი მოემსახურება, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის ფრენებს - ჩარტერებს, საერთაშორისო რეისებს და ა.შ." - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


მისი თქმით, თელავის აეროპორტი საკმაოდ ძვირი პროექტი იყო და ამჟამად ხდება პროექტის ოპტიმიზაცია.


„თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია ბუნებრივიც არის, რადგან ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და ინფრასტრუქტურის განვითარება, ძალიან ბევრი ადგილი მარტივად ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებადია, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. რაც შეეხება ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმდინარეობას, იცით, რომ გვყავს ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი ADB, რომელიც ექსპერტიზაში გვეხმარება - გავაკეთეთ პრეფიზიბილითი, გადავედით უფრო დეტალურ კვლევაზე და შესწავლაზე, პარალელურად, დასრულდა სანავიგაციო კვლევები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ სწორად დავგეგმოთ ასაფრენ- დასაფრენი ზოლი.


ვაზიანის აეროპორტის პროექტი ხორციელდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერად, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არის და დღეს რაც გვაქვს კონკრეტული ალოკაცია, იმის ფარგლებში ვახორციელებთ სამუშაოებს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.