4-06-2025
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისადმი და აცხადებს, რომ წერილში მოყვანილი ბრალდებები დესტრუქციული ძალების დაფინანსებაზე აბსოლუტური სიმართლეა.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ჰერჩინსკისა და მისი ბოსების მთავარი მიზანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაა - ადგილობრივ მეხუთე კოლონაზე დაყრდნობით.
„ქართული საზოგადოებისადმი ცნობილი გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისადმი , სადაც ბნი შალვა პაპუაშვილი წუხილს გამოთქვამს იმ პოზიციის გამო, რომელიც ევროკავშირს უკავია ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი სამშობლოს მიმართ. სადაც პირდაპირაა თქმული ის, რომ ევროკავშირი საქართველოში აფინანსებს მათ მიერვე აღზრდილ-დამუშავებულ ქვეყანაში არსებულ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც მიზანმიმართულად, წინასწარ დაგეგმვით ცდილობენ საზოგადოებაში გაავრცელონ ზიზღის ენა, გამოიწვიონ დაძაბულობა, მოახდინონ საზოგადოების გახლეჩა. რაც თავის მხრივ აბსოლუტური სიმართლეა.
მე როგორც ერთი უბრალო საქართველოს რიგითი მოქალაქე ჩემის მხრივ დავსძენდი, რომ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, როგორი წერილითაც არ უნდა მიმართოს დღევანდელ ევროკავშირის ელჩს და თუნდაც წმინდა წერილი მოიყვანოს იმ ფაქტების დასაზუსტებლად და დასამტკიცებლად, რომელიც ევროკავშირის ბიუროკრატიის სახელით მთელი საქართველოს მოსახლეობის თვალწინ ხდება. როგორც დიდი სულხან-საბა იტყოდა "ძაღლის კუდი არ გასწორდება...".
პატივცემული ჰერჩინსკი აღასრულებს იმას, რასაც მას კორუმპირებული ევრომმართველი ფონ-ლაიენები, კუბილიუსები, გლუკსმანები....და სხვა ე.წ. „დიფ სტეიტის" აღმასრულებელი მონები ავალებენ. ავალებენ კი მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს რაიმეს. რადაც არ უნდა დაუჯდეს შეამზადოს და მოახდინოს ადგილობრივ მეხუთე კოლონაზე დაყრდნობით ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი სახელმწიფო გ ა დ ა ტ რ ი ა ლ ე ბ ა. რომელსაც მათდა საუბედუროდ ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტების და ხალხის ერთიანობის გამო, ბოლო ოთხი წელია, მიუხედავად უდიდესი მცდელობებისა ვერანაირად ვერ ახერხებენ.
ეს რომ ასეა, ამას წინათ არაორაზროვნად აღიარა მეხუთე კოლონის ერთ-ერთმა "თვალსაჩინო" წარმომადგენელმა, ვინმე რესპუბლიკელმა, ერთ დროს მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარმა, უმადურმა, გაცვეთილმა მოპოლიტიკოსო ტიპმა დავით ზურაბიშვილმა. ამასვე მოთქვამენ ყოველ წუთსა და ყოველ წამს მეხუთე კოლონის სხვა 'ღირსეული" წარმომადგენლები. მაგ. ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა „ტაივანჩიკი" იგივე თინა ხიდაშელი, ყოფილი პრემიერი გახარია, ყოფილი დეპუტატი გუბაზა და მრავალი სხვა ყოფილი თუ ახლანდელი მეხუთე კოლონელი.
ასე, რომ ყველამ იცოდეს და ყველამ გაიგოს, რომ სანამ ბრიუსელის საქმიანობას წარმართავს ოკეანისგაღმელ იმპერიალისტების მონა დღევანდელი ევრობიუროკრატია, მანამ იქნება მუდმივი მცდელობები საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და შემდეგ საქართველოს ო მ შ ი ჩართვის. ამიტომაც მოვიხმობ ძველ რომაელთა გამონათქვამს: "იმისათვის რომ იყოს მშვიდობა უნდა ემზადო ომისათვის".
დიახ, პატივცემულო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურად უდიდესო ნაწილო დღეს ჩვენი სამშობლო იმყოფება გამოუცხადებელი, დივერსიული, დეზინფორმაციული ომის ფაქტობრივ პირობებში, ჩვენს დაუძინებელ დასავლელ ბიუროკრატიასთან, რომელთა საქმიანობასაც წარმართავს ავადსახსენებელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ანუ იგივე "გლობალური ომის პარტია" ანუ იგივე "დიფ სტეიტი". რომელთაც უზარმაზარი ფინანსური და სხვა შემოსავლების გამო ჯერჯერობით არ სურთ უკრაინა-რუსეთის ძმათამკვლელი ომის დამთავრება. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალა არა მარტო დასავლეთში მოქმედებს, არამედ ძალიან ფესვგადგმულია საკუთრივ რ უ ს ე თ შ ი. რისი მოწმეც მთელი პროგრესიული მსოფლიო გახდა ბოლო დღეებში.
არავინ იფიქროს, რომ მიმდინარე ომი თუ გადაიზარდა ბირთვულ ომში, რისი ალბათობაც იზრდება ვინმეს და თუნდაც გვარამიას თინიკო "ტაივანჩიკის", მელიას, ბუღაძის, ყორშიას, ჭიჭე ვაშაძის, ბრიყვი ხაბეს, გუბაზას... ოჯახებს ან თუნდაც თითოეულ მათგანს გამოარჩევს და დატოვებს ცოცხალს?!
არა ბატონებო. ეს ასე არ იქნება.
მაგრამ საქმე შემდეგშია ამ დასავლელი "დემოკრატების" მიერ გამოყვანილ "კოლექტიურ ჯონჯოლიების" უნიკალურ ჯოგს იმდენად უყვართ ფული, ეზიზღებათ საქართველო დას ვალდებულნი არიან პატრონების წინაშე, რომ მზად არიან კაცობრიობაც კი გაწირონ ფულისათვის.
ამიტომაც ფ რ თ ხ ი ლ ა დ საქართველოს მოსახლეობავ! თქვენ წინ, გვერდით და უკან შემოგზავნილ-დაფინანსებული, ფულისათვის ყველაფრის მკადრებელი და ყოველივე სიბინძურეზე წამსვლელი "კოლექტიური ჯინჯოლიების" ბანდაა.“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.