გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

5-06-2025

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბელგიის სამეფოში იმყოფება. პაატა პატიაშვილმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 28-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.


საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნეს. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ტელე-კონფერენციის საშუალებით კი, სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.


საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.


რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.