გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა სამინისტრომ აჭარაში აკადემია გახსნა

20-11-2018

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა.


აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გახსნას, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, რეგიონის ხელისუფლების, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.


უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის დავით გაბაიძის თქმით, საქართველოს ფინანსთა აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანია რეგიონისათვის. 


„ჩვენი რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა, რადგან წლების განმავლობაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების დროს შესაბამისი პრეტენდენტების შერჩევის პროცესი იყო პრობლემური, არ გვქონდა შესაბამისი ბაზა, ცოდნა და გამოცდილება და მეორე მხრივ, პრობლემა იყო არსებული ადამიანური რესურსის გადამზადება“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.


აკადემიაში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა, ტრენინგ-პროგრამები ფინანსების, ბუღალტერიის, აუდიტის, კანონმდებლობის, მენეჯმენტისა და უნარ-ჩვევების მიმართულებით განხორციელდება. სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება. 


imedinews.ge