გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის

8-06-2025

კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ წლების წინ მან მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა.


მისი თქმით, ეს იყო სიცრუე და მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.


„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუკპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი

. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია.

ერთადერთი რაც ვიცი მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი.


რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“- აცხადებს კოტე იოსელიანი.