გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

10-06-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. სწავლების მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წვრთნა-შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა.


„სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო ოპერაციების დაგეგმვისა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები კი, მართვის პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ.


მეორე ფაზა აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც ნორიოსა და მარტყოფის საწვრთნელ არეალში განხორციელდა, კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, ზურგში ჩარჩენისა და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.