გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სონღულაშვილი: გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საზღვაო რესურსების დაცვის მექანიზმებზე ვიმსჯელეთ

10-06-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობდა.


კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს. კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა.


„გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერის და მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზღვაო დაბინძურების შემცირების, მათი ეკოსისტემების აღდგენის და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვაო გარემოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თემაზე. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა და ერთად ვიმოქმედოთ საზღვაო რესურსების დაცვის და მდგრადი გამოყენების მექანიზმების დასანერგად“, - განახადა დავით სონღულაშვილმა.