გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ყველაფერი გვაქვს შესრულებული, მეორე მხრიდან კი შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოში აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას

11-06-2025

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას.


„დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ აპირებენ ისინი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები,"- განაცხადა პრემიერმა.