გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

11-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.         


ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან, ამოღებულია 81 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).    


სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის სატყეო უბნების „საქმიან ეზოებშია“ გადატანილი.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს. პარალელურად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, კიდევ უფრო გამკაცრდა უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ამ ნაბიჯს, აუცილებლად ექნება დადებითი შედეგი“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.