გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შსს-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

11-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო, რაც საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. 


„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.


მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.


საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.