გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

11-06-2025

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 


აღნიშნული ცვლილება ეფუძნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას და მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას, თევზჭერის ელექტროიარაღების სამართლებრივ კონტროლს და მათი შესაძლო არასამეცნიერო/უკანონო გამოყენების პრევენციას.


„ზემოაღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2025 წლის 10 ივნისიდან. შესაბამისად, ყველა პირი ან ორგანიზაცია, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში იყენებს თევზმიმზიდ ელექტროშოკურ მოწყობილობას, ვალდებულია, აღნიშნული მოწყობილობა 10 ივნისიდან 2 თვის განმავლობაში დაარეგისტრიროს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.


რეგისტრაციის განსახორციელებლად, დაინტერესებულმა პირებმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში. 


დამატებითი ინფორმაციისთვის: info@wla.gov.ge