გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

11-06-2025

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი 84 ხმით აირჩია.


პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა.


გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ" ქვეპუნქტისა და 2045 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი გაბიტაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.