გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

The Biltmore Hotel Tbilisi: ივნისში სასტუმროში ძალიან კარგი დატვირთულობა გვაქვს

11-06-2025

თბილისში მდებარე სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვების დირექტორის მარიამ ქუთათელაძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტული სეზონი პოზიტიურად დაიწყო და სასტუმრო დატვირთვით მუშაობს.


„მაისის თვე ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა,  ასევე შეიძლება ითქვას, რომ ივნისშიც ძალიან კარგი დატვირთულობა გვაქვს სასტუმროში. რაც შეეხება ივლისსა და აგვისტოს, როგორც მოგეხსენებათ სტუმრების ჯავშნის ხასიათიდან გამომდინარე, ბოლო წუთის ჯავშნებს ველოდებით და ასევე გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ივლისსა და აგვისტოში“-განაცხადა მარიამ ქუთათელაძემ.


სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვების დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით გააქტიურდა საქმიანი ტურიზმის მიმართულება.


„აგვისტოს თვე თბილისისთვის სეზონური არ არის და სტუმრები გადაინაცვლებენ რეგიონებში. ბათუმი ძალიან აქტუალურია ამ პერიოდში,  თუმცა რაც გვაჩვენა ბოლო ტენდენციებმა საკმაოდ გააქტიურებულია MICE (საქმიანი ტურიზმი)  მიმართულება,   ვგულისხმობ ბიზნეს შეხვედრებს, ამ მიმართულებით ძირითადად ინდოეთიდან არიან ჩვენი სტუმრები“-აცხადებს მარიამ ქუთათელაძე.