გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში, ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო, ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს

20-11-2018

რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს. წუხელ, მე-19 მიკრორაიონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გადაიყვანა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის ორმა წევრმა და სამმა მცირეწლოვანმა, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.


წუხელვე, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 7 წლის ბიჭი ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-20 მიკრორაიონიდან გადაიყვანეს.


როგორც ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის მიზეზი, გამათბობელი გახდა.


ipn.ge