11-06-2025
10 ივნისს ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კასპის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანებასთან არსებული საყმაწვილო თეატრი „ფარდის მიღმა“- მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგა.
ა. ცაგარელის პიესის " ხანუმას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი " ხვალ პრემიერაა" ინსცენირების ავტორის და რეჟისორის ეკატერინე ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით და საყმაწვილო თეატრის წევრების შესრულებით გაიმართა.
სპექტაკლის დეკორაციებისა და კოსტიუმების მხატვრობა თეა ქუტაშვილს, ხოლო მუსიკალური გაფორმება ცირა-ემილია აფციაურს ეკუთვნის.
„ფარდის მიღმა“-მ გასულ სეზონში ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება” ჯერ კასპელ მაყურებელს, ხოლო შემდეგ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს უჩვენა.