გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აიკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის

11-06-2025

პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი შემოიღებს, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულება, რაც გარანტია სამომავლოდ ქუჩაში ძაღლის გაგდების პრევენციისა", - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისივე თქმით, კანონპროექტით სავალდებულო გახდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, ხოლო გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საშენს.


გარდა ზემოხსენებულისა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ'' საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვისათვის საპრევენციო ღონისძიებას, კერძოდ, მთავრობის უფლებამოსილებას, გამოაცხადოს მორატორიუმი გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე. კანონპროექტით, ასევე, იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის, იქმნება მართვის ერთიანი ელექტრონული ბაზა და ინერგება მართვის მრავალი ახალი ინსტრუმენტი.