გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა": აღმაშფოთებელია დიკრედიტაციის მცდელობები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს ადგილი

20-11-2018


,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა" აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის ამსახველი განცხადებების გამო და საქართველოს მთავრობასა და
ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.


მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ა(ა)იპ ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა" აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრთა მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის ამსახველი განცხადებების გამო, რომელმაც განსაკუთრებით სახიფათო სახე საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღო.


ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა, მხარს უჭერს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს და საქართველოს პირველი პოლიტიკური ემიგრაციის ერთ ერთი ოჯახის შთამომავალს, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ემიგრანტული ცხოვრების ყველა ის სიმძიმე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შევიცნობთ.


დუმილის უფლება აღარ გვაქვს,რადგან ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი შვილები და შვილიშვილები მომავალში აუცილებლად უნდა იყვნენ დაზღვეულნი მსგავსი აგრესიისა და ცილისმწამებისაგან.


ჩვენ, ყველა ემიგრანტი ,,სამშობლოს გარეთ- სამშობლოსათვის" ვცოცხლობთ და არავის მივცემთ უფლებას დემაგოგიური და დისკრედიტაციული მეთოდებით წაგვართვას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრული ჩართულობის კონსტიტუციური და მორალური უფლება.


ა(ა) იპ ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" წარმომადგენლობები საქართველოსა და საზღვარგარეთ (თბილისი; აშშ-ნიუ იორკი; საბერძნეთი-ათენი, სალონიკი, კალამატა; იტალია- ბარი; ესპანეთი-ვალენსია) მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოიძიოთ და კანონის შესაბამისად დააკისროთ პასუხისმგებლობა ცილისმწამებლებს, ქალთა უფლებების დამრღვევებსა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ავტორებს, რაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ხორციელდება"-ნათქვამია ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" დამფუძნებლის, ელიზა აბელაშვილის მიმართვაში.