გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

13-06-2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში, საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში, ინახავდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდულ უაქციზო თამბაქოს ნაწარმს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 11 143 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 96 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე -3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.