გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შიდა ქართლში 400 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

13-06-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური სარწყავი არხის 2,5 კილომეტრიანი  მონაკვეთი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება,   რაც დაახლოებით 400  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურებას გააუმჯობესებს.


საირიგაციო არხი მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალისა და კვარხეთის მოსახლეობას ემსახურება.  


სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს.   


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,   წყალუზრუნველყოფა   11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.