გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გერმანიიდან შემოტანილი, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 108 000 კგ ქათმის ხორცი განადგურდა

13-06-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“  მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან შემოტანილი 108 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს.

 

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ საქონლის ტრანსპორტირებისას, გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.

 

ვინაიდან, საქონელი შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.