გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებელობა მიმდინარეობს

20-11-2018

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე ირაკლი შიოშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.


პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში აქამდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  ფეკალური მასები ღიად მიედინებოდა და ჩადიოდა მდინარე ალაზანში. პროექტის განხორციელება ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის.