გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

14-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.


დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.