გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი დასრულდა

20-11-2018

ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმით „სანამ მამა დაბრუნდება“ დაიხურა. ფილმის შეფასების შემდეგ კი, გაიმართა კინოფორუმის შემაჯამებელი დისკუსია „ქართული კინო დღეს“.


სულ ფორუმის ფარგლებში დამსწრე აუდიტორამ 5 სრულმეტრაჟიანი და 12 მოკლემეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იხილა.


ქუთაისი რამდენიმე დღის მანძილზე კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი გახდა. ქალაქში თავი მოიყარეს ცნობილმა ქართველმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, პროდიუსერებმა, კინომცოდნეებმა და მედიის წარმომადგენლებმა. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახანს დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა.


წელს ღონისძიება ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა. კინოფორუმი 16 ნოემბერს გაიხსნა და 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.


imedinews.ge