გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვეტერანი მალხაზ თოფურია: ანწუხელიძის ქვეყანაში ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო?! ამით სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება მამის დამჭრელ, მუდმივად „კაიფში“ მყოფ, თვალებშეღებილ კაცს გმირი უწოდო

18-06-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან მალხაზ თოფურიას უსმენენ.


მალხაზ თოფურია საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას შეეხო, მისი თქმით, გმირი გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაში დამნაშავე ლაზარე გრიგორიადისისთვის იგივე სტატუსის მინიჭებით ამ სიტყვის შეურაცხყოფა ხდება.


„სიტყვა გმირი - ანწუხელიძის ქვეყანაში ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო?! ამით სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება მამის დამჭრელ, მუდმივად „კაიფში“ მყოფ, თვალებშეღებილ კაცს, გმირი უწოდო და ანწუხელიძესაც გმირს ეძახი. გათანაბრება ხდება“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.