გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თბილისში მოქმედ პარკების მწარმოებელ კომპანიებს ამოწმებს

20-06-2025

პარკების ნიმუშები, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში  იგზავნება.


შემოწმების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქვეყნის რეგიონებსაც მოიცავს.


ინსპექტირების პირველ ეტაპზე ლაბორატორიაში გადაგზავნილი სინჯების კვლევის შედეგად კი, 14 სახეობის პარკის ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთი სახეობის ნიმუშში გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს და  48 ათასი პარკი, რომლებშიც დარღვეული იყო დეგრადაციის ხარისხი, დალუქეს.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან  საქართველოში აკრძალულია არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნული პერიოდიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.    


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან რეგულარულმა ინსპექტირებამ და მასშტაბურმა ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგი გამოიღო; აღნიშნული მიმართულებით დარღვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.