20-11-2018
ფოთში, ქალაქის შესასვლელთან, მეშვიდე კილომეტრზე ტრაილერი გადაბრუნდა. ინციდენტის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში აცხადებენ, რომ ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
„პაციენტი იმყოფებოდა სტრესულ სიტუაციაში. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და ჰოსპიტალიზებული იქნა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.
ამ დროისათვის გზა გახსნილია.