გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ზემო ხანდაკში სოფელ ახალქალაქის მიმართულებით გზის მოწყობა სრულდება

23-06-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად სოფელ ზემო ხანდაკში სოფელ ახალქალაქის მიმართულებით გზის მოწყობის დასრულებული სამუშაო დაათვალიერა.


788 გრძივ მეტრ გზაზე, რომელზეც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა - მოეწყო სანიაღვრეები, ეზოში შესასვლელები და დაიგო ორფენიანი ასფალტ/ბეტონის საფარი.


პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 527 000 ლარია, სამუშაო კი შპს „ცეკურმა“ შეასრულა.


პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.


რეაბილიტირებულმა გზამ, სოფელ ზემო ხანდაკის მოსახლეობას გადაადგილებისას არსებული პრობლემა მოუგვარა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავ ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ყველა მიმდინარე პროექტს კი განსაზღვრულ ვადებში დავასრულებთ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.