გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინეს

23-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 17 ივნისამდე, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 13-ია.


ყველაზე მეტი - 5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 3-3 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, ქვემო ქართლში აღკვეთილია 2 სამართალდარღვევა, თითო-თითო ფაქტი კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოავლინეს.


სამართალდამრღვევთა მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 243 732,5 ლარია.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.