გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

23-06-2025

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ და სომხეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, მაგრამ არსებული პოზიტიური სტატისტიკური მონაცემები რეალურად არ ასახავს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.


შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის მეტი კომუნიკაციის მნიშვნელობას, ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობას და თანამშრომლობის გაძლიერებას რეგიონულ და გლობალურ პროექტებში.


შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 22-23 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთი მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი.