გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

24-06-2025

ონის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ რაჭის ფოლკლორულ შემოქმედებას და დაეთვალიერებინათ გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო რეგიონის ტურისტული ლოკაციები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ღონისძიების სტუმრებმა ძველი რაჭული კერძებიც დააგემოვნეს.


ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური შენობა, რომელშიც ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრი, საკონფერენციო და ახალგაზრდული სივრცეები, ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრები განთავსდება.


მულტიფუნქციური სივრცის აღჭურვა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის CESL-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით განხორციელდა.