გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

24-06-2025

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ქუჩის და საფეხმავლო ზოლის მოასფალტებას, გიგა სახელაშვილის მემორიალის მოპირკეთებას, ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს, დეკორატიული ღობეების მოწყობას, ასევე, განათებების მონტაჟს და ტერიტორიის გამწვანებას.

 

სამუშაოების ღირებულება 335 223 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის აგვისტოში იგეგმება.

 

პროექტის მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებიც გაეცნენ.