სამშაბათი, ივლისი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

TOP.GE
ედიშერ გვენეტაძე: ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს

24-06-2025

ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს. დღეს ისმის კითხვა - რას ითხოვენ ამ ლობისტების ქურქში გახვეულ მექრთამე ლობისტთა ჯგუფები საქართველოსგან და რატომ იცავენ ასეთი გამეტებით მათ მსგავსად „პოლიტიკოსობის“ ნიღაბს ამოფარებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონელ კრიმინალებს? - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ევრობიუროკრატები, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი „დიფ სტეიტელი“ პატრონების დავალებებს ასრულებენ - მათ სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში.


„ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს.


დღეს ისმის კითხვა - რას ითხოვენ ამ ლობისტების ქურქში გახვეულ მექრთამე ლობისტთა ჯგუფები საქართველოსგან და რატომ იცავენ ასეთი გამეტებით მათ მსგავსად „პოლიტიკოსობის“ ნიღაბს ამოფარებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონელ კრიმინალებს?


პასუხი მარტივია: ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი „დიფ სტეიტელი“ პატრონების დავალებებს ასრულებენ - მათ სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში, ხოლო შემდეგ საკუთარ მონაპოვრად მიითვალონ აქედან მოპარული და „გაიმასქნებული“ ლარების გადაქცეული ევრო და დოლარი.


ზუსტად ამიტომ, ეს ავგიას თავლა უდაოდ გასაწმენდია. და როგორც მოვლენები ვითარდება, ძალიან დიდი ალბათობაა, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყოს“, - წერს გვენეტაძე.