გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რიკარდ იოზვიაკი: საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ

24-06-2025

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში X ნატოს სამიტის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით, წელს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე არაფერი თქმულა.


„საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც სიტყვით გამოვიდნენ ზელენსკი, რუტე, კოშტა და ფონ დერ ლაიენი, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ. რადიკალურად განსხვავდება ვილნიუსის 2023 წლისა და ვაშინგტონის 2024 წლის სამიტებისგან“, - წერს იოზვიაკი.